fbpx

გაიგე, რამდენად გიყვარს საკუთარი თავი

რატომ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი?

რით განსხვავდება ეს გრძნობა ეგოიზმისგან და ამპარტავნებისგან? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში თავის მოვლას – ამ საკითხებზე KÁSHKASH | კაშკაშის მეგობრები, BLOOMIN.GE-ს დამფუძნებლები, სოფო მუსერიძე და ელენე კვერნაძე გვესაუბრებიან:

(ვიდეოს სრული ვერსიის სანახავად მიყევით ბმულს: https://fb.watch/4dmncF675x/ )

 

გაიგეთ, რამდენად გიყვართ საკუთარი თავი – ეთანხმებით ქვემოთ მოყვანილ 10 პუნქტს? 

 

1. მე ვიცი, რა არის ჩემი შინაგანი ღირებულებები

2. მაქვს ჯანსაღი ურთიერთობა ჩემს ემოციებთან, მაქვს უნარი, დავადგინო, რას ვგრძნობ და როგორ ვუპასუხო სხვადასხვა სახის ემოციებს

3. მაქვს ჯანსაღი საზღვრები ჩემს ურთიერთობაში და ვიცი, როგორ მოვიქცე როდესაც ეს საზღვრები ირღვევა

4. ვიცი, რომ ვუყვარვარ და ვგრძნობ მხარდაჭერას ადამიანებისგან, შემიძლია ვითხოვო მხარდაჭერა, როცა მჭირდება

5. ვზრუნავ ჩემს სხეულზე – მძინავს საკმარისად, ვიკვებები ჯანსაღად, ვარ ფიზიკურად აქტიური

6. მე გამიზნულად ვასვენებ ჩემს გონებას და სხეულს, როდესაც დაღლილი ან დასტრესილი ვარ

7.  ჩემი მიზნები პასუხობენ ჩემს შინაგან ღირებულებებს და არა – მხოლოდ გარედან დაწესებულ სტანდარტებს

8. ვიცი, რა არის ის, რაც მაძლევს ენერგიას და შთაგონების წყაროს

9. შემიძლია, გამოვყო დრო საკუთარი თავისთვის

10. ვიცი, რომ ყველაფერი ცვალებადია და მთავარია, დაბალანსებულად მივუდგე საკუთარ თავს და ცხოვრებას

 

გაეცანით ჩვენს ვინოთერაპიულ კოლექციას და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი, სახლის სპა პროდუქტი: ვინოთერაპია: 8000 მოსავლის მომავალი?

 

ვინოთერაპიული პროდუქტები:

გლინტვეინის სხეულის ზეთი

გლინტვეინის სახის სკრაბი

გლინტვეინის სხეულის სკრაბი

 

 


Be the first to comment “გაიგე, რამდენად გიყვარს საკუთარი თავი”