ალოე ვერას კაშკაშა შესაძლებლობები

ხოხობას მოშიშვლების შემდეგ, ალოეს სრული პომპეზურობით გაცნობის დროა, მითუმეტეს რომ მართლაც დიდებული ინგრედიენტია. შუა საუკუნეების სამკურნალო წიგნებში ვკითხულობთ, რომ ალოე უებარია არა მხოლოდ კანის დაავადებების მკურნალობის პროცესში, არამედ თმის ცვენისასაც.

ის, რასაც თავის მოვლის პროდუქტებში ვხვდებით, უმეტესად ალოეს ერთ-ერთი სახეობა: ვერაა, უფრო სწორად მისი გელი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. დერმატოლოგიაში ალოე ფართოდ გამოიყენება დამწვრობისას, გაღიზიანებადობის და ისეთი სერიოზული დაავადებების მკურნალობის პროცესშიც კი, როგორიცაა ფსორიაზი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით c და E ვიტამინების შემცველობის გამო არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებაა გამომშრალი ან ბუნებრივად მშრალი კანისთვის.

ხშირად ვხვდებით მზის შემდგომი გამოყენების პროდუქტებში, რადგან ადვილად აამებს დამწვრობას, ხსნის დაჭიმულობას და სიწითლეს. ანტიოქსიდანტური თვისების გამო ამშვიდებს სხვადასხვა ტიპის სტრესისგან გაღიზიანებულ კანს და ხსნის დისკომფორტს. გამომდინარე იქიდან, რომ ასტიმულირებს კანს მეტი კოლაგენის გამომუშავების პროცესში, ახასიათებს ეფექტური ანტი-ასაკობრივი მოქმედება. საბოლოო წერტილი რომ დავსვათ და ალოეს დიდებულებას კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, გეტყვით რომ დიდი რაოდენობით სალიცილის მჟავას შეიცავს, რაც ბუნებრივ ექსფოლიანტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ აკნეს-საწინააღმდეგო მოქმედებას განსაზღვრავს.

ალოე ვერას შემცველი კაშკაშა პროდუქტები:


Be the first to comment “ალოე ვერას კაშკაშა შესაძლებლობები”