Jojoba Oil: The Naked Truth

ამ ჯადოსნურ ინგრედიენტს ჩვენში ჟოჟობას ზეთის სახელით იცნობენ.

გაგაოცოთ? სინამდვილეში მას ხოხობა ჰქვია.

კიდევ უფრო გაგაოცოთ?? ხოხობა აგებულებით არა ზეთი, არამედ თხევადი ცვილია!

ახლა, როდესაც მისი ნამდვილი სახე დაგანახეთ, შეგვიძლია, ხოხობას დადებითი თვისებების დაუსრულებელ სიაზეც გადავიდეთ.

მისი აგებულება სებუმის თითქმის იდენტურია – ანუ ცხიმის, რომელსაც ჩვენი კანი ბუნებრივად გამოყოფს. სწორედ ამიტომ, ხოხობას ზეთს აქვს უნიკალური თვისება, არ დაგიტოვოთ უსიამოვნო ცხიმიანობის შეგრძნება და შეაღწიოს ეპიდერმისში (ჩვენი კანის ზედა შრის) ღრმად დასატენიანებლად.

აქტიურად გამოიყენება მზისგან დამწვრობის დასამშვიდებლად, აკნეს მკურნალობის პროცესში, დასტრესილი და აქერცლილი კანის მოსაშუშებლად. სახის კანის მოვლის პროდუქტებში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავისი ანტი-ანთებითი მოქმედების გამო.

დიდი რაოდენობით ნატურალური ვიტამინი E-ს შემცველობის გამო, მას ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

სხვა უამრავ ბენეფიტთან ერთად, უნდა ვახსენოთ ჰიპოალერგენულობაც, კოლაგენის სინთეზის სტიმულირება, შეხორცების და მოშუშების პროცესების დაჩქარება.

სწორედ ამიტომ, ხოხობას ზეთს ჩვენი ზაფხულის ხაზის ყველაზე დამამშვიდებელ პროდუქტებში ვიყენებთ:


Be the first to comment “Jojoba Oil: The Naked Truth”