Tag: Face

დიახ – ამ A ვიტამინის კრემის მწარმოებელი არც მეტი, არც ნაკლები – დედა-ბუნებაა. კარიტეს კარაქის დადებითი თვისებების ჩამონათვალი ალბათ, ამ ბლოგში ვერ დაეტევა თუმცა ნამდვილად ღირს, ვიცოდეთ, რომ ეს ჯადოსნური ინგრედიენტი ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს, მიჩნეულია ბუნებრივ დამცავად მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ცნობილია, როგორც შრამებისა და სტრიების ვიზუალურად გამაუფერულებელი.  კარიტეს კარაქი მოიპოვება კარიტეს…


ეს უტკბილესი კარაქი უყვართ როგორც კონდიტერებს, ისე თავის მოვლის საშუალებების ფორმულატორებს. მისი შოკოლადისებური არომატი იდეალურია მადისაღმძვრელი სურნელის პროდუქტების დასამზადებლად.  ჯერ კიდევ აცტეკების ეპოქაში კაკაოს კარაქი კანის ფერის გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა, ჩვენს დროში კი წარმოდგენილია თავის მოვლის საშუალებების ვრცელ ჩამონათვალში სწორედ მისი არაჩვეულებრივი თვისებების გამო (როგორც სახის, ასევე სხეულის კანისათვის).  კაკაოს კარაქი ხელს უწყობს ახალი უჯრედების სწრაფ…