Tag: news

დღეიდან, “ლუტეცია” მომხმარებელს თავის მოვლის ორგანული საშუალებების ქართულ ბრენდს, KASHKASH-ს შესთავაზებს. “ლუტეცია” პირველი პარფიუმერული ქსელია, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან ერთად, თავის პორტფოლიოში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას დაამატებს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ დიდ რითეილერთან თანამშრომლობა, როგორიც “ლუტეციაა”. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავაჯეროთ მომხმარებელს, რომ “ქართული” შეიძლება, ავტომატურად ნიშნავდეს “ხარისხიანს”. ბაზარზე შემოსვლის დღიდან, გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ და…