დეზინფექცია, როგორც კანზე ზრუნვა

დღევანდელ რეალობაში პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელის სანიტაიზერის გამოყენება მაღალი ინტენსივობით გვიწევს, ამიტომ მისი სწორად შერჩევა მთელ რიგ პრობლემებს აგვარიდებს თავიდან. როგორიც არის: ხელის გამოშრობა, კანის გაუხეშება, აქერცვლა და სხვა.

ორი ქართული ბრენდის კოლაბორაციით შევქმენით ხელის უნიკალური სანიტაიზერი, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. რატომ უნიკალური, ამას პოსტის ბოლოს შეიტყობთ.

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები მოგვიწოდებენ ხშირად დავიბანოთ ხელი,თუმცა ნებისმიერ მყარ ზედაპირთან , საჯარო სივრცეში სახელურების თუ სხვა ნივთების შეხების შემდეგ გამოიყენეთ სანიტაიზერი დეზინფექციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელის დაბანის შესაძლებლობა ნაკლებად გაქვთ.

  • დაიტანეთ პროდუქტის საკმარისი რაოდენობა ხელის გულზე , გადაინაწილეთ ორივე ხელზე ნაზი მოძრაობებით და დაელოდეთ შეშრობას. ამ ყველაფრისთვის დაახლოებით 15 წამი დაგჭირდებათ.

100% ნატურალური ხელის სანიტაიზერის KÁSHKASH x LIYA შემადგენლობა შემდეგია:

  • ალკოჰოლის შემცველობა 65%, რაც ეფექტურად ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს.
  • როზმარინის, ლავანდისა და ჩაის ხის ზეთის ორგანული ეთერზეთები ზრდის ანტიბაქტერიულ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ამასთანავე ამშვიდებს და ატენიანებს ხელის დელიკატურ კანს.
  • პროდუქტს აქვს სასიამოვნო, გამყოლი სურნელი, რაც ანალოგებთან მიმართებით ნამდვილი უპირატესობაა.

ჩვენი სანიტაიზერის ბენეფიტები გარდა სადენზიფექციო და დამატენიანებელი თვისებებისა, არის კოლაბორაციის შინაარსი. KÁSHKASH X LIYA სანიტაიზერის შეძენით, თქვენ ავტომატურად რიცხავთ თანხას კოვიდ-19 განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფის – ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებელ ფონდში.

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში და ვენდუზე.


Be the first to comment “დეზინფექცია, როგორც კანზე ზრუნვა”