დესერტი შენი სხეულისთვის – კაკაოს კარაქი

ეს უტკბესი კარაქი უყვართ როგორც კონდიტერებს, ისე თავის მოვლის საშუალებების ფორმულატორებს. მისი შოკოლადისებური არომატი იდეალურია მადისაღმძვრელი სურნელის პროდუქტების დასამზადებლად. 

ჯერ კიდევ აცტეკების ეპოქაში კაკაოს კარაქი კანის ფერის გასაუმჯობესებლად გამოიყენებოდა, ჩვენს დროში კი წარმოდგენილია თავის მოვლის საშუალებების ვრცელ ჩამონათვალში სწორედ მისი არაჩვეულებრივი თვისებების გამო (როგორც სახის, ასევე სხეულის კანისათვის). 

კაკაოს კარაქი ხელს უწყობს ახალი უჯრედების სწრაფ წარმოქმნას, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და შესაბამისად, ეხმარება აკნეს მკურნალობასა და მის შედეგად დაზიანებული კანის აღდგენას. 

ერთი სიტყვით, კაკაოს კარაქი ძლიერი დამატენიანებელია, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს და გვეხმარება აკნესთან ბრძოლაში.

წარმოუდგენელია, არ შეგიყვარდეთ ეს ჯადოსნური მცენარეული ცხიმი – არ გვეთანხმებით? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კაკაოს კარაქის შემცველი პროდუქტების გამოყენებაზე ქვემოთ, კომენტარებში.

 

ორგანული კაკაოს კარაქის შემცველი პროდუქტები: 


1 thought on “დესერტი შენი სხეულისთვის – კაკაოს კარაქი

  1. Avatar

    :

    ძალიან საინტერესოდ ჟღერს. კაკაოს კარაქის სასარგებლო თვისებების შესახებ ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია. აუცილებლად ვცდი მისი შემცველობის რომელიმე პროდუქტს და მადლობა, რომ გვიზიარებთ ასეთ საჭირო ინფორმაციას.

Leave a reply