მისი უდიდებულესობა ყურძნის წიპწის ზეთი

“კაშკაში” ღვინისა და მსოფლიოს უძველესი მევენახეობის კულტურის სამშობლოში – საქართველოში დაიბადა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროდუქტების პირველი ხაზის – Maniii by KÁSHKASH ბაზად ორგანული ყურძნის წიბწის ზეთი შევარჩიეთ.

თხელ, სასიამოვნო ტექსტურასთან ერთად, ყურძნის წიბწის ზეთს უამრავი თერაპიული თვისება გააჩნია – ბუნებრივი დამატენიანებლის ფუნქციას ამდიდრებს ზეთში E & C ვიტამინებისა და ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობა, რაც პროდუქტს ანტიოქსიდანტისა და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებსაც სძენს. 

ცხიმების გამოყოფის დაბალანსების უნიკალური უნარის გამო, ეს ინგრედიენტი იმ ზეთების მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც ერთნაირად დადებითად მოქმედებს როგორც ცხიმიან, ასევე მშრალ კანზე. 

ყურძნის წიბწის ზეთი ჩვენი უპირობო ფავორიტია დაბერების პირველი ნიშნების შესაჩერებლად – ის ჭიმავს და ღრმად ატენიანებს კანს, ამცირებს ნაოჭებს, გამონაყარს და აფერმკრთალებს შრამებს. 

ერთი სიტყვით – გვაკაშკაშებს! 

 

ორგანული ყურძნის წიბწის ზეთის ბაზაზე დამზადებული პროდუქტები: 


Be the first to comment “მისი უდიდებულესობა ყურძნის წიპწის ზეთი”