ჩვენ შესახებ

[კაშკაშ] – წმინდა, დაუჩრდილავი სხივების გამოცემა, ძლიერი ბრწყინვა, ელვარება.

ჩვენ გვწამს მზის. 
გვწამს, რომ მზე სიყვარულია და დედამიწას სწორედ სიყვარული ამოძრავებს. გვწამს, რომ მზე ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს და ყოველთვის, როდესაც შინაგანი სხივი გვაკაშკაშებს, ჩვენ ვქმნით მშვენიერებას. 
სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელებით ვქმნით ნაწარმს მზის ქვეშ გაზრდილი, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. 
ჩვენ არ გვაქვს სახელი, ასაკი, ეროვნება, ან სქესი. 
ჩვენ ვართ კაშკაში.

ყველაფერი დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული ეთერზეთების პატარა ნაკრებით დაიწყო. 
ქეთო, კაშკაშის თანადამფუძნებელი, ძალიან გაერთო ახალი ფორმულების გამოგონებით და სწორედ ამ დროს - სრულიად შემთხვევით - თავისი დიდი ბებიის, მანის ფორმულებით სავსე რვეული აღმოაჩინა. 

დიახ - ეს ნიშანი იყო. როგორც აღმოჩნდა, მანი 60 წლის წინ სახელგანთქმული იყო თავისი კოსმეტიკური ფორმულებით. 
ქეთომ მოსინჯა რეცეპტები და შედეგი მართლაც საოცარი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, მან გაიარა კოსმეტიკის ფორმულატორების საერთაშორისო აკრედიტებული სადიპლომო კურსი და მანის რეცეპტები ევროპის კოსმეტიკის რეგულაციებს მოარგო, რითაც მთლიანად ვეგეტარიანულ ფორმულებად აქცია.

ასე დაიბადა კაშკაში. მანის 70 წლის ტყავის გარეკანიანი რვეული და მისი ნაქონი
მექანიკური სასწორი ბიზნესის წარმატების სიმბოლოებად იქცნენ.