4 რჩევა ჯანსაღი რუჯის მისაღებად

დადგა ზაფხული – კაშკაშების საყვარელი სეზონი.

ჩვენ გვჯერა მზის, მისი ენერგიის და იმის, რომ მზე სიყვარულია. გვჯერა, რომ ხშირად მზის სხივები საკმარისია განწყობის ასამაღლებლად.

თუმცა!
ზაფხულის პირველივე დღეებიდან აქტუალური ხდება სწორად გარუჯვის და ნამზეურის შენარჩუნების უსაფრთხო მეთოდები.

იცოდით, რომ ლამაზი ფერის მისაღებად არ კმარა თავის დაცვა და კანზე ზრუნვა მხოლოდ რუჯის მიღებისას?! კანის მოვლის მთავარი ეტაპი  მზეზე ყოფნის შემდგომ იწყება.

პირველ რიგში, გთავაზობთ რამდენიმე აუცილებელ პირობას თანაბარი რუჯის მისაღებად:

1) კარგი ექსფოლიაცია მზეზე გასვლის წინა დღეს

მოიშორეთ მკვდარი უჯრედები, ასე უზრუნველყოფთ ჯანსაღ ფერს

 

2) გარუჯვისთვის უსაფრთხო დღის მონაკვეთი

მზეზე ყოფნა სასურველია დილის 07:00-10:00 და საღამოს 17:00-19:00 პერიოდში. დამწვრობების უმეტესობა გამოწვეულია მზის აქტიური კონცენტრაციით დღის სხვა მონაკვეთებში.

 

3) ტენიანობის შენარჩუნება და მზისგან დაცვა

აუცილებლად გამოიყენეთ მაღალი SPF მქონე საცხი, განსაკუთრებით რუჯის მიღების საწყის პერიოდში.

 

4) After Sun მოვლა

მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნისას სხეული იფიტება. გრძნობ დაღლილობას, სისუსტეს და დეჰიდრაციას. სწორედ ამ დროს ესაჭიროება კანს განსაკუთრებული მოვლა, ძლიერი ფორმულა ტენიანობის შესანარჩუნებლად. კანის დეჰიდრაცია, ტენიანობის დაკარგვა არის  ნაოჭების ან მიმიკური და ასაკობრივი ხაზების გაჩენის წინაპირობა, ამიტომ აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის პრევენციაზე, ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

მზის შემდგომ მოვლის ხაზში არსებული თითოეული პროდუქტი შეიცავს აქტიურ დამატენიანებელ კომპონენტებს, როგორიცაა ალოე ვერას გელი, მცენარეული გლიცერინი და ორგანული ეთერზეთების ნაირსახეობა. აქტიური ნივთიერებების ნაზავი იზრუნებს მზის შემდგომი დისკომფორტის მოხსნაზე. მთლიანი სერია გამდიდრებულია სხვადასხვა აქტიური ყვავილოვანი ინგრედიენტებით , როგორიცაა: ფორთოხლის ყვავილი, ლავანდა, გვირილის ყვავილის წყალი, ვარდის წყალი და სხვა. სწორედ ამიტომ, ხაზს FLOWER POWER ანუ ყვავილების ძალა დავარქვით. განსაკუთრებით მგრძნობიარე – თვალის გარშემო კანის სიჯანსაღეზე კი არა მხოლოდ ფორმულა, არამედ პროდუქტის შეფუთვაც კი ზრუნავს. მეტალის ბურთულიანი, უზეთო გელი განსაკუთრებით სასიამოვნოა სიცხეში, მასაჟის მოძრაობებით გამოყენებისას. ის აცოცხლებს და ატენიანებს ქუთუთოებს.

TIPP: პროდუქციის გამოყენება სასურველია ცივ მდგომარეობაში, ამიტომ შეგიძლიათ, მცირე პერიოდით მაცივარში შეინახოთ.

რუჯის შემდგომი ზრუნვა მოგიხსნით დაჭიმულობის შეგრძნებას, იზრუნებს სხეულის სხვადასხვა ნაწილის სიჯანსაღეზე და ხანგრძლივი პერიოდით შეგინარჩუნებთ ერთგვაროვან რუჯს.

რუჯის შემდგომი მოვლის პროდუქტების სანახავად ესტუნრეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიას: https://kashkash.me/en/?s=Flower+power


Be the first to comment “4 რჩევა ჯანსაღი რუჯის მისაღებად”