Category: ბლოგი

“კაშკაში” ღვინისა და მსოფლიოს უძველესი მევენახეობის კულტურის სამშობლოში – საქართველოში დაიბადა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროდუქტების პირველი ხაზის – Maniii by KÁSHKASH ბაზად ორგანული ყურძნის წიბწის ზეთი შევარჩიეთ. თხელ, სასიამოვნო ტექსტურასთან ერთად, ყურძნის წიბწის ზეთს უამრავი თერაპიული თვისება გააჩნია – ბუნებრივი დამატენიანებლის ფუნქციას ამდიდრებს ზეთში E & C ვიტამინებისა და ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობა,…


ხოხობას მოშიშვლების შემდეგ, ალოეს სრული პომპეზურობით გაცნობის დროა, მითუმეტეს რომ მართლაც დიდებული ინგრედიენტია. შუა საუკუნეების სამკურნალო წიგნებში ვკითხულობთ, რომ ალოე უებარია არა მხოლოდ კანის დაავადებების მკურნალობის პროცესში, არამედ თმის ცვენისასაც. ის, რასაც თავის მოვლის პროდუქტებში ვხვდებით, უმეტესად ალოეს ერთ-ერთი სახეობა: ვერაა, უფრო სწორად მისი გელი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებით და ამინომჟავებით. დერმატოლოგიაში ალოე ფართოდ…


ამ ჯადოსნურ ინგრედიენტს ჩვენში ჟოჟობას ზეთის სახელით იცნობენ. გაგაოცოთ? სინამდვილეში მას ხოხობა ჰქვია. კიდევ უფრო გაგაოცოთ?? ხოხობა აგებულებით არა ზეთი, არამედ თხევადი ცვილია! ახლა, როდესაც მისი ნამდვილი სახე დაგანახეთ, შეგვიძლია, ხოხობას დადებითი თვისებების დაუსრულებელ სიაზეც გადავიდეთ. მისი აგებულება სებუმის თითქმის იდენტურია – ანუ ცხიმის, რომელსაც ჩვენი კანი ბუნებრივად გამოყოფს. სწორედ ამიტომ, ხოხობას ზეთს აქვს უნიკალური თვისება,…


კაშკაშებო, დაპირებული თავის მოვლის ჰოროსკოპის მეორე ნაწილის დროა! ქალწული ინტელიგენტი, პრაქტიკული და პერფექციონისტი მიწის ნიშანია. ახასიათებს ყველაფერზე განუწყვეტელი ფიქრი და მსჯელობა, რაც ხშირად სტრესის მიზეზიც კი ხდება. კანს სტრესი არ უყვარს, ამიტომ გაინებივრეთ თავი. დამამშვიდებელი, ყვავილების მიქსი კანის მოვლისას იქნება მკურნალი ხასიათისა და შინაგანი განწყობის. საუკეთესო ინგრენდიენტები ამ მხრივ ლავანდა და გვირილაა (მათგან დამზადებული ჩაიც…


კაშკაშებო, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ასტროლოგიას და კანს?! გარდა იმისა რომ ნაწილისთვის – ორივეს გაგება რთულია (we feel you sis), ნაწილმა კი ზუსტად იცის, რომელი პლანეტაა პასუხისმგებელი ბრწყინვალე და უპრობლემო კანზე. ორივე სუპერ ტრენდულია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავარკვიეთ, რომ სატურნი კანის მფარველია და მთავარი “პრობლემებიც” მისგან მოდის. რა რომელ ეტლშია – ამის…


დადგა ზაფხული – კაშკაშების საყვარელი სეზონი. ჩვენ გვჯერა მზის, მისი ენერგიის და იმის, რომ მზე სიყვარულია. გვჯერა, რომ ხშირად მზის სხივები საკმარისია განწყობის ასამაღლებლად. თუმცა! ზაფხულის პირველივე დღეებიდან აქტუალური ხდება სწორად გარუჯვის და ნამზეურის შენარჩუნების უსაფრთხო მეთოდები. იცოდით, რომ ლამაზი ფერის მისაღებად არ კმარა თავის დაცვა და კანზე ზრუნვა მხოლოდ რუჯის მიღებისას?! კანის მოვლის მთავარი…


დღევანდელ რეალობაში პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელის სანიტაიზერის გამოყენება მაღალი ინტენსივობით გვიწევს, ამიტომ მისი სწორად შერჩევა მთელ რიგ პრობლემებს აგვარიდებს თავიდან. როგორიც არის: ხელის გამოშრობა, კანის გაუხეშება, აქერცვლა და სხვა. ორი ქართული ბრენდის კოლაბორაციით შევქმენით ხელის უნიკალური სანიტაიზერი, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. რატომ უნიკალური, ამას პოსტის ბოლოს შეიტყობთ. ჯანდაცვის…


არსებობს სიტუაციები, როდესაც უბრალოდ უნდა შეეგუო მოცემულობას და თითქოს ვერაფერს შეცვლი. თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილება ყოველთვის შესაძლებელია და დადებითი განწყობა ბევრი პრობლემის მოგვარების გზაა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სანამ ყველანი სახლებში ხართ და კაშკაშა პროდუქტების მორთმევის საშუალებაც კი არ გვაქვს, მოგიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც იზოლაციაში თავის მოვლის რუტინას გაგიხალისებენ, მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და სახლებიდან კიდევ უფრო…


antiseptic recipe

ალბათ არასდროს ყოფილა მსოფლიო ისეთი ერთიანი, როგორიც ის კორონავირუსთან ბრძოლამ აქცია. ახალ ამბებში, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად ვხედავთ მარკეტების დაცარიელებულ დახლებს – საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ცხადია, პანიკამ დეფიციტური პროდუქტების სიაში პირველ ადგილას ანტისეპტიკური საშუალებები მოაქცია. არადა ვირუსებისგან თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წესი სწორედ ხელების დეზინფიცირებაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტი, რომლის დამზადებასაც…