fbpx
Maniii ღამის კრემი პირველი ნაოჭების საწინააღმდეგოდ — Maniii ღამის კრემი პირველი ნაოჭების საწინააღმდეგოდ ოპიუმის ნამცხვარი - ლოსიონის ბურთულების ნაკრები ოპიუმის ნამცხვარი - ლოსიონის ბურთულების ნაკრები —

კაშკაშა გარიჟრაში და ბინდის სხივი – ლოსიონის ბურთულების ნაკრები

110.00

არაფერი ზედმეტი – არც კონსერვანტები, არც ჭურჭელი, არც თქვენი დრო – მხოლოდ საუკეთესო ორგანული ინგრედიენტების ნაზავი და შხაპით მიღებული სიამოვნება!

ჩვენ შევქმენით განსხვავებული ფუნქციისა და არომატის ლოსიონის ბურთულები თქვენი დილის და საღამოს რუტინის სრულყოფისთვის.

კაშკაშა გარიჟრაჟი – სკრაბის ნაწილაკები ნაზად აცილებს კანის მკვდარ უჯრედებს, არარაფინირებული ორგანული კარაქებისა და ზეთების ნაზავი კი ღრმად ატენიანებს კანს. ციტრუსის ეთერზეთები თქვენ და თქვენს სხეულს გამოფხიზლებასა და მთელი დღის მანძილზე ამაღლებული ხასიათის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ბინდის სხივი – მთელი დღის მანძილზე მიღებული სტრესისგან განთავისუფლებისთვის ცხელი შხაპი და მსუბუქი მასაჟი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ნაზი ლოსიონი შეხებისთანავე ადნება თქვენს კანს, კვებავს და აწყნარებს მას. დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ეთერზეთები მოგიხსნით დაღლილობას, თქვენ და თქვენს სხეულს ტკბილი ძილისთვის მოგამზადებთ.

როგორ გამოიყენო: შეიზილეთ ლოსიონის ბურთულა ნოტიო კანზე და გადაინაწილეთ სხეულზე ხელის წრიული მოძრაობით (სკრაბის ნაწილაკების მოსაშორებლად, გადაივლეთ წყალი) და შეიმშრალეთ პირსახოცით.

ინგრედიენტები: კაკაოს კარაქი; ავოკადოს ზეთი; შიის კარაქი; ალფა-ტოკოფეროლი (ვიტამინი E); გარგრის თესლის სკრაბი; ეთერზეთები: მანდარინი, ლავანდა, ლიმონი

მოცულობა: ℮ 150 გ

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “კაშკაშა გარიჟრაში და ბინდის სხივი – ლოსიონის ბურთულების ნაკრები”


You May Also Like…