fbpx
კაშკაშა გარიჟრაში და ბინდის სხივი - ლოსიონის ბურთულების ნაკრები — კაშკაშა გარიჟრაში და ბინდის სხივი - ლოსიონის ბურთულების ნაკრები Flower Power დამამშვიდებელი სპრეი სახისა და სხეულისთვის Flower Power დამამშვიდებელი სპრეი სახისა და სხეულისთვის —

ოპიუმის ნამცხვარი – ლოსიონის ბურთულების ნაკრები

125.00

არაფერი ზედმეტი – არც კონსერვანტები, არც ჭურჭელი, არც თქვენი დრო – მხოლოდ საუკეთესო ორგანული ინგრედიენტების ნაზავი და შხაპით მიღებული სიამოვნება!

ჩვენ შევქმენით განსხვავებული ფუნქციისა და არომატის ლოსიონის ბურთულები თქვენი დილის და საღამოს რუტინის სრულყოფისთვის.

თქვენი ფავორიტი კაშკაშა გარიჟრაჟი და ბინდის სხივი – ლოსიონის ბურთულების შემდეგ, შევქმენით აღმოსავლური არომატით გაჯერებული ბურთულა თქვენი ყოველდღიურობის დასატკბობად.

ოპიუმის ნამცხვარში შემავალი ყაყაჩოს თესლის სკრაბი აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, არარაფინირებული ორგანული კარაქებისა და ზეთების ნაზავი კი კანს მთელი დღის მანძილზე ღრმად ატენიანებს. გაზაფხულის მზესავით მოტკბო და თბილი, ნატურალური ყავისფერი შაქრის არომატი კი თქვენს განწყობაზე აუცილებლად დადებითად აისახება.

როგორ გამოიყენო: შეიზილეთ ლოსიონის ბურთულა ნოტიო კანზე და გადაინაწილეთ სხეულზე ხელის წრიული მოძრაობით. სკრაბის ნაწილაკების მოსაშორებლად, გადაივლეთ წყალი და შეიმშრალეთ პირსახოცით.

ინგრედიენტები: კაკაოს კარაქი; ავოკადოს ზეთი; შიის კარაქი; ალფა-ტოკოფეროლი (ვიტამინი E); ყავისფერი შაქრის არომატი; ყაყაჩოს თესლი.

მოცულობა: ℮ 150გ

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ოპიუმის ნამცხვარი – ლოსიონის ბურთულების ნაკრები”


You May Also Like…